სატრანსპორტო კომპანია 
გრინ ვეი“ 


ფოთის ნავსადგური

ფოთის პორტში საკონსაკონტეინერო გადაზიდვები 2018 წლის 9 თვის განმავლობაში 263,250 TEU კონტეინერი გადამუშავდა, რაც 14,8%-ით მეტია წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით (229,350 TEU, 2017 წელი). ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გამოცემა gbc.ge ავრცელებს.

ფოთის პორტში თვირთბრუნვის ზრდის ძირითად მიზეზად ნავთობის ფასის ზრდას მიაწერენ, რამაც ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საშუალება მისცა, შესაბამისად კი გაიზარდა სხვა ტიპის კომერციული გარიგებებიც.

"ამასთან ერთად, საწვავის ფასის ზრდის ტენდენციამ გარკვეული ტვირთების სახმელეთო სექტორიდან საზღვაო მარშრუტებზე გადასვლა გამოიწვია", - ამბობენ ფოთის პორტის ადმინისტრაციაში.

წელს ფოთის პორტში გადამუშავებული კონტეინერებიდან 9,6% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოდის.

2018 წლის 9 თვეში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გადაამუშავა 4 მილიონ 700 ათასი ტონა ტვირთი.

მიმდინარე წლის მონაცემებით ფოთის პორტში ტვირთების 31,4% იმპორტზე მოდის, 23,2% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 45,4%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

უკან
მთავარი ჩვენს შესახებ მომსახურება კონტეინერის ძებნა ფოტოგალერეა კონტაქტი
Designed by SPAR.GE | ©2020 All rights resaved